სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენერგოდარის მოსახლეობამ რუსული ჯარი ქალაქში არ შეუშვა

რუსი ოკუპანტები დღეს დილით უკრაინის ქალაქ ენერგოდარს მიადგნენ, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, თუმცა ადგილობრივებმა ჯარი ქალაქში არ შეუშვეს. ატომურის სადგურის წარმომადგენელმა, ანდრეი ტუზმა თქვა, რომ თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა გზაზე გავიდნენ და ბარიკადები განალაგეს, რათა სამხედროებისთვის წინ წასვლის საშუალება არ მიეცათ. ვიდეოში ჩანს, რომ საგუშაგოსთან ასობით ადამიანი დგას. UNIAN წერს, რომ ოკუპანტებთან საუბრის შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოახერხეს და აიძულეს კოლონა, უკან მიბრუნებულიყო. ქალაქის მერის, დიმიტრი ორლოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა მოლაპარაკებები გამართეს მერთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. მორიგი შეხვედრა ქალაქის საზღვარზე - დაახლოებით 15:00 საათზე გაიმართება. "ჩვენ მათ [რუს სამხედროებს] მივაწოდეთ პოზიცია, რომ ZNPP და ქალაქი საიმედო დაცვის ქვეშ არიან. მოსახლეობა მათ ქალაქში არც ერთი ნაბიჯით არ შეუშვებს. მათ გაიგეს და წავიდნენ თავიანთ ხელმძღვანელობასთან ანგარიშისთვის", - თქვა ორლოვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100