საქართველოში კოვიდინფიცირების 2479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2479 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2374 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.
კომენტარი