სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სროლას 10 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა - უმძიმესი ვიდეოკადრები

აშშ-ში სროლას 10 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა. ამერიკული მედიის ცნობით, შემთხვევა კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში, სუპერმარკეტ King Soopers-ში მოხდა.

სამართალდამცველები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ სუპერმარკეტის სადგომზე შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა.

ბოროტმოქმედმა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებსაც ესროლა, რის შედეგადაც 51 წლის ოფიცერი, ერიკ ტელი გარდაიცვალა.

საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელი დაიჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია მის ვინაობას და დანაშაულის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებს. Reuters-მა ბოროტმოქმედის დაკავების ვიდეო გაავრცელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100