"გეიშები სახლიდან" - ზურა ბალანჩივაძის სამთვიანი კარანტინის ანგარიში საზოგადოებას
19 ივლისს,
12 საათიდან "მზიურის"
ერთადერთ და
ყველაზე საყვარელ
კაფეში ასევე საყვარელი ბლოგერის, ჟურნალისტისა
და მუსიკოსის, ზურა ბალანჩივაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
"გეიშები სახლიდან"
- ასე
დაარქვმა
ავტორმა იმ სამი თვის თავგადასავალს,
რაც
პანდემიამ
არგუნა.
ამიტომაც წარმოგიდგენთ სახლში, იზოლაციაში,
გაზეთზე
newspaper art-ის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს და თან გაგაცნობთ იაპონური კულტურის ამ მხარეს.
„ყველაფერი
იწყება, გრძელდება,
აღწევს პიკს
და მერე
სრულდება. ხან
ჩქარა, ხან
ნელა, მაგრამ
მაინც - ციკლი
უცვლელია. იზოლაციაც
დასრულდა, ახლა
გამომზეურებისა და
ანგარიშის ჩაბარების
დროა,” - ამბობს ზურა და 18:00-ზე პატარა
ლექციასა და მუსიკალურ პერფორმანსს გთავაზობთ გეიშებთან
დაკავშირებით:
„როდის შეიქმნა, რითაა გამორჩეული, მითები, ლეგენდები და ყველაფერი საინტერესო”
გამოფენა-გაყიდვა დასრულდება 19 ივლისს
22:00 საათზე. ასე რომ, იჩქარეთ!
კომენტარი