სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დოლიძეზე ცეცხლსასროლი იარაღით მაღაზიის კონსულტანტი დაჭრეს

დოლიძის ქუჩაზე 60-70 წლის მამაკაცმა ჯერჯერობით დაუდგენელი მოტივით იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც შემთხვევით, მაღაზიის კონსულტანტი გოგონა დაიჭრა. მან ჭრილობა ფეხის არეში მიიღო. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამი იყო.
მამაკაცი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. ადგილზეა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სსკ-ის 236-ე და 239-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100