ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი A-WEB-თან
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციასთან (A-WEB) ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელს აწერენ თამარ ჟვანიადა А-WEB-ის გენერალური მდივანი კიმიონგ-ჰი. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების მიმართულებით.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში А-WEB-ის წარმომადგენლებთან რამდენიმე დღიანი შეხვედრები მიმდინარეობს. ცესკოს წევრები დასტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ხმის დათვლის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ასევე ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობების შესაძლებლობებზემსჯელობენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნოა დმინისტრაციების ასოციაციის პროექტების დირექტორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი სწარმომადგენელმა დაპროექტების მენეჯერმა უბნებზე ხმისდათვლის ოპტიკური სკანერის შესახებ (Precinct Count Optical Scanner) პრეზენტაციაც გამართეს. დელეგაციის წევრებმა ოპტიკური სკანირების მეშვეობით ხმის დათვლის უპირატესობებზე ისაუბრეს. მათ შეხვედრის მონაწილეებს აჩვენეს ყველა ის ფუნქცია, რომელიც სკანირების აპარატს გააჩნია. ხმის დათვლის აპარატი შედგება სკანერისა დასაარჩევნო ყუთისგან, სადაც ბიულეტენები თავსდება, რის შემდეგაც ხდება მონაცემების სკანირება და ხმების ავტომატურად დათვლა.
სამუშაო შეხვედრები დღეს დასრულდება.
კომენტარი