სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

შემთხვევა ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

საქმეთა სამინისტროში განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100