პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის ოჯახის წევრმა სამეფო კარის წესები "დაიკიდა" და პლაჟზე მთლიანად გაშიშვლდა
პრესაში ბოლო პერიოდში ხშირად იწერებოდა პრინც ჰარისა და მეგანის შესახებ, რომლებიც სამეფო ოჯახის წესების საწინააღმდეგოდ იქცეოდნენ და ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში ჰყვებოდნენ.
გაგიკვირდებათ და ეს წესების დარღვევა ეხებოდა ფრჩხილის ლაქის ფერს, ჩაცმულობის ფერებს, ვარცხნილობას, ერთმანეთთან ზედმეტი სიყვარულის აფიშირებას საზოგადოების წინაშე და ა.შ. თუმცა იმან, რაც ახლახანს მოხდა, წყვილის დამოკიდებულება განსაზღვრული წესების შესახებ გადაფარა.
პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის 22 წლის ბიძაშვილმა ამელიამ იბიცაზე ყველას თვალწინ მკერდი გამოაჩინა, რაც პაპარაცების ობიექტივს არ გამოპარვია. მას თან ახლდა უფროსი და, რომლის ასაკიც 25 წელია და როგორც ოჯახის უფროს ქალიშვილს შეეფერება, უფრო მოკრძალებულად ეცვა, ვიდრე ამელიას.
კომენტარი