„ეროვნულმა ბანკმა“ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მართვის თანამედროვე სისტემა დანერგა
„ეროვნულმა ბანკმა“ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მართვის უსაფრთხო და თანამედროვე სისტემა დანერგა. პროექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. როგორც „ეროვნულ ბანკში“ განმარტავენ, ახალი სისტემა უზრუნველყოფს ოპერატიულობას და ეფექტურობას, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო რისკებს და ზრდის რეზერვების შემოსავლიანობას.
ეროვნულმა ბანკმა ამ რეფორმაზე მუშაობა 2008 წლიდან დაიწყო. საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემის დანერგვაში „ეროვნულ ბანკს“ დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მსოფლიო ბანკმა და ჰოლანდიის ცენტრალურმა ბანკმა გაუწიეს.
კომენტარი