ხელჩართული ჩხუბი ზუგდიდში - საარჩევნო უბნიდან პოლიციამ დამკვირვებლები წაიყვანა
გიორგი მუმლაძე ძალის გამოყენებით გაიყვანეს ზუგდიდის საარჩევნო უბნიდან. ადგილზე ცოტა ხნის წინ მწვავე დაპირისპირება იყო. იქ მივიდა მერობის კანდიდატი მამუკა წოწერიაც, რომელსაც მუმლაძემ მის მიმართ გამოვლენილი აგრესიის შესახებ აცნობა. კერძოდ, საარჩევნო უბანზე მობილიზებული ოცნების კოორდინატორები მას ეუბნებოდნენ, რომ ზუგდიდელი არ იყო და იქ არ უნდა ყოფილიყო.
ვითარება იმდენად დაიძაბა რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის, რომელის ზუგდიდში დამკვირვებლის სტატუსითაა ჩასული, პოლიციის მიერ დილიდან ამ ტერიტორიიდან 8 ადამიანი გაიყვანა, მათ შორის ნიკა ნარსია. ადგილზე იმყოფება ზუგდიდის პოლიციის უფროსიც, თუმცა სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ რა სტატუსით მიჰყავთ დამკვირვებლები პოლიციაში.
კომენტარი