Edison Research-ის ეგზიტპოლის 20:00 საათის შედეგებით, "ქართულ ოცნებას" ხმა ამომრჩეველთა 46%-მა მისცა, თბილისში კახა კალაძეს 44%-იანი, ხოლო ნიკა მელიას 40%-იანი მხარდაჭერა აქვს
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 20:00 საათისთვის პროპორციულ ნაწილში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 46% აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 33%.
დანარჩენი პარტიების შედეგები თბილისის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
„საქართველოსთვის“ - N25 - 7%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - N45 - 5%; „ლელო“ N9 - 3%; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ N7 - 2%; „მოძრაობა ხალხისთვის“ N48 - 2%; „გირჩი“ N36 - 2%; „დროა“ N32 - 2%; „ევროპული საქართველო“ N2 - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ N10 - 1%; „მესამე ძალა“ N1 - 1%;
რაც შეეხება დედაქალაქის მერის არჩევნებს, Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, კახა კალაძეს ხმების 44% აქვს, ნიკა მელიას - 40%, გიორგი გახარიას კი 7%.
მერობის სხვა კანდიდატებს შორის ხმების პროპორციული გადანაწილება კი ასეთია:
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 - 5%; თამარ კეკენაძე - მესამე ძალა - 1%; გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 - 1%; ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 - 1%; რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ N23 - 1%.
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.
კომენტარი