სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის დანაშაული, რის გამოც მღვდელმსახურება შეუჩერეს მამა ანდრიას, განკვეთასაც გულისხმობს" - საპატრიარქოს განცხადება

მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხზე საპატრიარქოში საგანგებო განცხადება გაკეთდა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მამა ანდრია სარიას დეკემბერში კომისიის მიერ მიეცა გაფრთხილება, მაგრამ მისი მხრიდან ამას სრული იგნორირება მოყვა.

"მამა ანდრია სარიამ იგივე ქმედებები გააგრძელა, რაც გულისხმობს საჯაროდ გაკეთებულ უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოსა და იერარქების მიმართ. გამომდინარე აქედან, მამა ანდრია სარიას მმართველმა მღვდელმთავარმა, ამ შემთხვევაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ბოლოდროინდელ მის განცხადებებს გადახედეთ - საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე, საპატრიარქო არის სადამსჯელო ორგანიზაცია, პატრიარქის გარემოცვა ბანდაა და მსგავსი განცხადებები.

ამდენი ხნის განმავლობაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ იყო შესაძლებელი მამა ანდრია სარიას მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა. ჰკითხეთ ნებისმიერ მღვდელმთავარს, მისი ეპარქიაში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ მღვდლისგან, რამდენ ხანში გაუჩერებდნენ მღვდელ მსახურებას. ეს არის პატრიარქის გულმოწყალება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეძლეოდა შესაძლებლობა, რომ მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მღვდელმსახურება შეუჩერეს მამა ანდრიას, განკვეთასაც გულისხმობს. ამ ფონზე არის შეღავათიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100