9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გაგიმძაფრდებათ ინტერესი პოლიტიკისა და სოციოლოგიისადმი. კარგი დღეა კოლეგებთან ერთად ახალი საქმის დასაწყებად; სწავლისთვის.
კურო
მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. უმიზეზოდ პანიკაში ნუ ჩავარდებით, ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ.
ტყუპი
დაეხმარეთ მეგობრებს, პარტნიორებს საქმეების მოგვარებაში. ნუ ხართ ზედმეტად ეჭვიანი, ყველგან მტრები ნუ გელანდებათ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მეუღლესთან.
კირჩხიბი
უამრავ საინტერესოს გაიგებთ და მოისმენთ. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, სწავლისა და კომუნიკაციისთვის. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. სერიოზულად ნუ მიიღებთ ჭორებსა და ვარაუდებს.
ლომი
დღეს აქტიური და შემოქმედებითი ხართ. თუმცა, ყურადღებით იყავით, შეცდომები არ დაუშვათ. შეიძლება ოპონენტი მუდამ მართალი არაა, მაგრამ სხვისი აზრიც გასათვალისწინებელია.
ქალწული
საოჯახო საქმეები ზედმეტ ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს. მოერიდეთ კამათს ნათესავებთან. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავი ქონების საკითხების მოგვარება.
სასწორი
კარგი დღეა კოლეგებთან და საინტერესო ადამიანებთან საუბრებისთვის. რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. ყურადღება გმართებთ თარგმანთან, საჭესთან.
მორიელი
აკონტროლეთ წვრილმანებიც კი. ყურადღება გმართებთ გადასახადებთან, ვალუტის ყიდვა-გაყიდვასთან. სხვა დღისთვის გადადეთ პარტნიორების, ტუროპერატორების მოძიება.
მშვილდოსანი
ნუ ენდობით პირველ შემხვედრს. დაქორწინებულმა გაითვალისწინეთ მეუღლის აზრი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერიდეთ კამათს.
თხის რქა
გაგიმძაფრდებათ ინტერესი პოლიტიკისა და სამეცნიერო საკითხებისადმი. კარგი დღეა ინფორმაციების, ფაქტების მოსაძიებლად. ახალ ცნობებს მიიღებთ საზღვარგარეთიდან, ორგანიზაციებიდან.
მერწყული
ჰაერივით გჭირდებათ თანამოაზრეებთან ახალი იდეების, მოსაზრებების განხილვა. დღეს თქვენს აზრს ყველა გაითვალისწინებს.
თევზები
ნუ ხართ გაღიზიანებული, აფორიაქებული. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. არც სხვები მოატყუოთ და არც საკუთარი თავი.
კომენტარი