სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რის მიხედვით არჩევს მამაკაცი მეორე ნახევარს?

შესაძლოა, ქალი საწოლშიც ძალიან მაგარი იყოს, საოცარი ფიგურა ჰქონდეს და გარშემო მამაკაცები მასზე იყვნენ შეყვარებულნი, თუმცა ეს იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ვინმე მასთან ოჯახის შექმნაზე ოცნებობს.

მამაკაცის დაოჯახება ქალის სექსუალურ შესაძლებლობებზე ხშირად არაა დამოკიდებული. ალბათ, იკითხავთ, კიდე რა შეიძლება კაცს სურდეს? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - მამაკაცი იმ ქალთან ქმნის ოჯახს, რომელთანაც ის უკეთესობისაკენ იცვლება. მათი ცხოვრებაც უკეთესი უნდა იყოს, ასე მაგალითად - მოვლილი ტანსაცმელი, სუფთა სახლი, გემრიელი საჭმელი. ასეთი ქალის გვერდით თითონაც დაუზარებლები ხდებიან. მამაკაცები, რომლებსაც მსგავსი ზრახვები ამოძრავებთ, უფრო ყურადღებიანი და მზრუნველი მეუღლეები ხდებიან. მათ სიამოვნებთ, როდესაც ქალი თავს უსუსურად გრძნობს, რადგან ამით თვითშეფასების დონე უმაღლდებათ, გრძნობენ რა მათ საჭიროებას საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში. მიეცით მამაკაცს იმის უფლება, რომ იზრუნოს თქვენზე, თავი სუსტად მოაჩვენეთ, რათა საკუთარ ძალებში დარწმუნდნენ, ამით თქვენც კარგად შეგიძლიათ ისარგებლოთ და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. ხშირად გააკეთეთ აქცენტი მის შესაძლებლობებზე, უთხარით, რომ მის გარეშე თქვენ ვერ გაუმკლავდებოდით ამა თუ იმ პრობლემას, რომ დიდ ძალას გრძნობთ მის გვერდით, ღიმილით გადაუხადეთ მადლობა. კაცს ქვეცნობიერში გმირად ყოფნა აბედნიერებს და ახარებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100