PSP-ს მე-18 წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
PSP-მ 2016 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებულები გამოავლინა. 2000 ლარიანი ხელფასის მფლობელი ყვარელის მკვიდრი ბეჟან ჩიხორლიშვილი გახდა; 2016 წლის GLA კლასის „მერსედესი“ ქუთაისელმა ელენე ქარციძემ მოიგო; ასევე ქუთაისელია ქალბატოინ ლალი თოშხუა, რომელსაც „პსპ“-სგან გადაეცემა გარემონტებული ბინა „m²-ში“ ცენტრალური გათბობით, სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით.
PSP-მ წელს მოხმარებელს უპრეცედენტო პირობა
შესთავაზა, რამაც ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება
მისცა მარტივად ჩართულიყო გათამაშებაში. „4 სეზონი-4 გათამაშებას“ ფარგლებში პსპ წელიწადში
4-ჯერ მომხმარებელს აქვს შანსი მოიგოს: 4 - ახალ, 2016 წლის
GLA კლასის „მერსედესს“, 4 -გარემონტებულ ბინას
„m²-ში“ ცენტრალური გათბობითა
და სამზარეულოთი, ასევე 4 - ყოველთვიური 2000 ლარიან
ხელფასს ერთი
წლის განმავლობაში.
„ჩვენი გათამაშება ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით
გამოირჩეოდა. პსპ-ს ყველა
მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან
მედიკამენტებთან ერთად
ყოველთვის ყველაზე
დაბალ ფასს
იღებს და
ამით ფულსაც
ზოგავს და
დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება“,
- აცხადებენ პსპ-ში.
PSP 22 წლიანი წარმატების ისტორიის
მქონე კომპანიაა.
2007 წლიდან პსპ-ს წამახალისებელი
გათამაშება უკვე 18-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს
45 ავტომობილი, 7 ბინა
თბილისში, 7 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი
წლის განმავლობაში. 137 ოჯახს კი
PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.
PSP-ს მომდევნო გათამაშება 9 თებერვალს გაიმართება.
კომენტარი