სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი ყველაზე აგრესიული ქვეყნების ათეულში მოხვდა

რუსეთი მშვიდობის მოყვარული ქვეყნების რეიტინგის ბოლო რიგებს შეუერთდა: 2011 წლის მონაცემებით აღნიშნულ რეიტინგში 158 ქვეყანაა გაერთიანებული და რუსეთმა 153-ე ადგილი დაიკავა.

რუსეთის ფედერაცია აგრესიულ ქვეყანად საკუთარი სამხედრო ქმედებებისა და იმ კონფლიქტების გამო ითვლება, რაც ჩრდილოეთ კავკასიასთან გააჩნია.

რაც შეეხება ყველაზე მშვიდ და მშვიდობის მოყვარულ ქვეყნებს, პირველ ადგილს ისლანდია დასჯერდა, ყველაზე მშვიდობიან რეგიონად კი დასავლეთ ევროპა აღიარეს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ რეიტინგში რუსეთის პოზიცია ყოველწლიურად უარესდება. თუ რუსეთი ამ ინდექსით 2007 წელს 118-ე ადგილს იკავებდა, მომდევნო წლებში, 131-ე, 136-ე და 143-ე ადგილებზე ავიდა. 2010 წელს კი 147-ე ადგილსაც მიაღწია.

რეიტინგის ავტორი, ავსტრალიელი სტივენ კილელეა აღნიშნავს, რომ ამ მონაცემებით არ შეიძლება მთელ ერზე მსჯელობა:

„შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად აქ, სიდნეიში მუშაობენ რუსი ადამიანები და უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საკმაოდ ჭკვიანები და მშვიდობის მოყვარულები გახლავთ“, - ამბობს კილელეა.

ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ისლანდია, დანია, ახალი ზელანდია, კანადა, იაპონია, ავსტრია, ირლანდია, სლოვაკეთი, ფინეთი და შვეიცარია.

ყველაზე აგრესიული ქვეყნების ათეული: ლიბია, სირია, პაკისტანი, ისრაელი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ერაყი, სუდანი, ავღანეთი და სომალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100