სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 12 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე დღეს 12 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებული.

„პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული“, - აცხადებენ შსს-ში.

"ახალი საქართველოს" გენერალური მდივნის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე, კახაბერ მაჩიტიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100