სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რომ წარმომიდგენია რა სიკვდილით არის მკვდარი იმენა რა...პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი რომ იხრჩობოდა"– ჩანაწერი გლდანის ციხის საკნიდან

19 წლის ფეხბურთელის საქმე - მედიაში ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი გლდანის ციხიდან , რომელიც ნათელს ჰფენს ნიკოლოზ რევაზიშილის თანამესაკნის, კობა ჩიტიძის ჩვენებას. ჩანაწერი გაკეთებულია მაშინ როდესაც ჩიტიძე და რევაზიშვილი საკანში ჯერ კიდევ ერთად იმყოფებოდნენ. კადრებში კარგად ისმის რას ესაუბრება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თანამესაკნეს.

კობა ჩიტიძე დეტალურად უსვამს კითხვებს ნიკოლოზ რევაზიშვილს 19 ივნისის ტრაგიკული ღამის შესახებ და ცდილობს გაიგოს თუ როგორ დაიღუპა ფეხბურთელი.
"ვეუბნებოდი მეთქი ნუ გარბიხართ, ნუ მისდევთ ადამიანს გული გადამიცივდა. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მეთქი ნუ მისდევთ. ჩანთა არის ძალიან საინტერესო დეტალი... დადებულია ...თუ ეგ ბავშვი გალახულია და გალახვის შედეგად აქვს მიღებული და არა დაგორების შედეგად მაშინ ალალია ძმაო. მეცოდება ეგეთი სიკვდილისთვის კაცი. ეშინოდა წყლის. რომ წარმომიდგენია რა სიკვდილით არის მკვდარი იმენა რა...პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი რომ იხრჩობოდა" - ამბობს რევაზიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100