კახა კალაძის უახლოეს ძმაკაცს და მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ
მილანის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბის ტექნიკურ დირექტორს და წარსულში მილანისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელს, კახა კალაძის უახლოეს ძმაკაცს პაოლო მალდინის კორონავირუსი აქვს. COVID-19 დაუდგინდა მალდინის ვაჟს დანიელსაც.
ინფიცირებულია მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველი მარუან ფელაინი, რომელიც ამჟამად ჩინეთში ასპარეზობს. ფელაინიმ ვირუსზე ტესტი 20 მარტს ჩააბარა, ბელგიელი ფეხბურთელი ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეთაგან პირველია, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა.
ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა პაულო დიბალამ დაადასტურა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია. ვირუსი დაუდგინდა მის მეგობარ გოგონას, ორიანსაც. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამ დროისთვის, კორონავირუსი უკვე 33 ფეხბურთელს დაუდასტურდა.
კომენტარი