სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო პლენერის ფარგლებში გამოფენა მოეწყო

ქართველი და ლიტველი მხატვრების მონაწილეობით საერთაშორისო პლენერის „მეგობრობის პალიტრა“ ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში მოეწყო.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და უცხოელი მხატვრების 100-მდე ნამუშევარი.
გამოფენას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო და აღნიშნა,რომ მსგავსი საერთაშორისო პროექტების განხორციელება ხელს უწყობს ქართველი და უცხოელი მხატვრების გამოცდილების გაზიარებას, რაც მნიშვნელოვანია მათ შემოქმედებითი ზრდის განვითარებისთვის.
პროექტის მიხედვით ლიტველმა მხატვრებმა ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის სტუდენტებს მასტერკლასები ჩაუტარეს. ასევე, დაიგეგმა საერთაშორისო გაცვლითი პლენერები საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში. პლენერი საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100