ადამიანის მინიმალური ხელფასი 2 000 – 2 500 ლარი უნდა იყოს – ლადო კახაძე
საქართველოში, 2021 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, საშუალო ხელფასი 1,328 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 177.9 ლარით მეტია, ეს ინფორმაცია “საქსტატმა” გამოაქვეყნა.
“პრაიმტაიმმა” “ქართული ოცნების” დეპუტატს, ლადო კახაძეს ჰკითხა, არის თუ არა საკმარისი საშუალო ხელფასის ეს მონაცემი და რამდენია საჭირო იმისთვის, რომ დღეს ადამიანმა თავი ირჩინოს:
“ეს საკმარისი არ არის, დღევანდლ პირობებში, თუ ჩვენ დავთვლით, ადამიანის მინიმალური ხელფასი მაინც უნდა იყოს 2000 – 2500 ლარი. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ყველა პირობა დასაქმებისა და ყველა რესურსის გამოყნებისა. ეკონომიკური მიმართულება სწორედ აქეთკან მიდის. სოფლის მეურნება და ტურიზმი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს”,- გვითხრა კახაძემ.
შეგახსენებთ, დარიცხული 1,328 ლარის საშუალო ხელფასი ნიშნავს, რომ მოქალაქეების მიერ ხელზე აღებული საშუალო ხელფასი 1,062 ლარს შეადგენს, ხოლო საშუალოდ, ერთი დასაქმებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი თვეში 265.6 ლარია.
კომენტარი