სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისტორიის წინაშე მეამაყება, მგონია ძალიან მართალი ვარ - ნიკა მელია

რუსი ოკუპანტის გამო საქართველოს მოქალაქე რატომ უნდა დაიჭირო, - ეს განცხადება ნიკა მელიამ „კურიერთან“ საუბრისას რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მელიას განცხადებით, როდესაც საქმე ეხება ოკუპანტის მიმართ პროტესტის გამოხატვას, არათუ პოლიტიკოსი, შენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეც არ უნდა დააპატიმრო.

"შავით თეთრზე ჩანს ყველაფერი და მიმაჩნია, რომ არათუ პოლიტიკოსს, არამედ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა აპატიმრებდნენ იმ საქმის გამო, რომელიც ეხება ოკუპანტს. როდესაც შენ აპროტესტებ ოკუპანტთან მიმართებაში და მწვავე პროტესტი გაქვს და გეუბნებიან აქ რატომ გაბედე მოსვლა მრავალტანჯულ შენობაში რატომ ააფრიალე რუსეთის დროშა და რატომ აღკვეთე სხვა მოქალაქეებთან ერთად, რუსი ოკუპანტის გამო საქართველოს მოქალაქე რატომ უნდა დაიჭირო,“- განაცხადა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მის მიმართ მტკიცებულებების არარსებობაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ეს იგივეა მტერთან ბრძოლის გამო ჯარისკაცი დააპატიმრო.

​"არც აქვთ, როგორ შეიძლება მტკიცებულება ჰქონდეთ, ეს იგივეა, რომ რეალურად ნებისმიერი, ქართველი ჯარისკაცი იმის გამო დააპატიმრო, რომ იგი იყო ბრძოლაში შესული მტერთან, ამ შემთხვევაში რუსეთის წარმომადგენელთან. რამდენი გაუკეთებიათ ასეთი, ეს არის პოლიტიკა ამ კაცის, ივანიშვილის, რომელიც დარწმუნებული ვარ, გვიყურებს, გაიღვიძა ახლა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად. ისტორიის წინაშე მეამაყება, მგონია ძალიან მართალი ვარ" - განაცხადა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100