სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაია: „ქურდებთან“ 20 მეტრში ყოფნა უსაფრთხოების გარანტია არ არის“

სასჯელაღსრულების მე–7 დაწესებულებაში მოთავსებული ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ მას უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტია არ აქვს.

ბაჩო ახალაია დღეს სასჯელაღსრულების მე–7 დაწესებულებაში "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა მოინახულა, რომელიც საზოგადოებრივი მონიტირონგის
ჯგუფის წევრია. ბაჩო ახალაია დაწესებულების ერთ-ერთ სართულზე სამარტოო საკანშია მოთავსებული და ფლიგელში მის გარდა სხვა პატიმარი არ იმყოფება. ახალაიას საკანთან დაცვაა მობილიზებული.

რაც შეეხება საკანში მყოფ ყოფილ შს მინისტრს, ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ გლდანის დაწესებულებაში მისი უფლებები არ დარღვეულა და მისი მე–7 დაწესებულებაში გადმოყვანა უფრო ცინიზმია, ვიდრე - უსაფრთხოების დაცვა.
ბაჩო ახალაიას განცხადებით, თუ ვინმეს მისი უსაფრთხოების დაცვა სურდა, ე.წ. მატროსოვის ციხეში უნდა გადაეყვანათ და არა - მე–7 დაწესებულებაში.

"გრძელვადიანი უსაფრთხოების განცდა არ მაქვს, თუმცა ამ დრომდე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, მაგრამ როდესაც "ქურდებთან" 20 მეტრში ხარ, ეს უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ იქნება სამომავლოდ", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100