ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - შსს
გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება - შსს-ში ლექსო ლაშქარავას ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაასაჯაროვეს. მამუკა ჭელიძემ იმ ნარკოტიკული ნივთიერებები ჩამოთვალა, რომელი მისივე თქმით, ორგანიზმში აღმოჩნდა: ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები მორფინი, კოდეინი, დეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი, და მონო აცეტილ მორფინი - თქვა მამუკა ჭელიძემ. შსს-ს ინფორმაციით, დაიკითხა 110 პირი, გაიშიფრა 65 კამერის ვიდეოჩანაწერი. გომელაურის უწყებამ დღეს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მორიგი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელიც მათი მტკიცებით, გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული.
კომენტარი