სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა - აი, რა განუცხადა ტელეწამყვანმა ჟურნალისტებს

მკვლელობის მომხადების საქმე - გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მისი მკვლელობით მხოლოდ პუტინია დაინტერესებული:

"ვიცი, და ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთიდან. რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს და კადიროვის ქვევით რა ხდება ეგ აღარ ვიცი. რამზან კადიროვი ამას პირადად რა თქმა უნდა არ აკეთებს, მაგრამ თუ ვინმეს დაუკვეთავს მკვლელობას, ეს იქნება დაჯგუფება, რომელიც ამაზე მუშაობს. თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია მოუნდება ეს არის რუსეთი, ეს არის რამზან კადიროვი, რაც ნიშნავს პუტინს", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100