სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონცერტმეისტერი ვაჟა ჩაჩავა გულის ოპერაციის შემდეგ თბილისში გარდაიცვალა

როგორც "რია ნოვოსტი" იუწყბა, კონცერტმეისტერი ვაჟა ჩაჩავა გულის ოპერაციის შემდეგ 79 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა. ვაჟა ჩაჩავა 1977 წლიდან მოსკოვში მუშაობდა და მოსკოვის კონსერვატორიის კათედრის გამგე იყო. იგი პედაგოგურ საქმიანობასაც ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში და თბილისის ოპერის თეატრში კონცერტმეისტერად მუშაობდა.
ვაჟა ჩაჩავა ლა სკალას, ლისეოს, ჰამბურგის, დრეზდენის ოპერის თეატრებში მუშაობდა. იგი იყო საქართველოს სახალხო არტისტი და რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100