სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გახარია გორში იმყოფებოდა, მან მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა და აი, რა განაცხადა ჟურნალისტებთან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინსიტრი, გიორგი გახარია ცოტა ხნის წინ გორში იმყოფებოდ, მან მოკლული 9 წლის გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა, ჟურნალისტებთან საუბრისას კი გამოძიების მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი:

„გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად. გამოძიება ახლა გრძელდება, ეს უდიდესი ტრაგედიაა. პირველ რიგში ოჯახს სამძიმარი, სამძიმარი გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პირად შემადგენლობას, რომლებმაც ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად პირველადი შედეგი დადეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პირველადი შედეგი არის ობიექტური, სამართლიანი ამ შედეგს რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე ადექვატურად, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ეს შედეგი იყო, კიდევ ერთ შეტანილი წვლილი უსაფრთხო გორში და უსაფრთხო ქვეყანაში. გამოძიება გრძელდება გაკეთდება ყველაფერი, რათა შედეგი იყოს უზუსტესად დადასტურებული”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100