სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ფარმაცევტულ ბაზარს ახალი საწარმო შეემატა

25.11.2015 თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული უახლესი სტანდარტების მქონე ქართული ფარმაცევტული ქარხანა „ინოვასი“ გაიხსნა.

საწარმო თიბისი ბანკმა სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2 მლნ აშშ დოლარის რესურსით დააფინანსა.

ქარხანა პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და განახორციელებს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს - მოპოვება, გადამუშავება, წარმოება და ექსპორტი.

„ინოვასის“ გახსნა ხელს შეუწყობს ზოგადად ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებას - საწარმოს გახსნის შედეგად გარკვეული დასახელების მედიკამენტებზე ფასები ადგილობრივ ბაზარზე საგრძნობლად შემცირდება.

პირველად საქართველოში, დაიწყება ქვეყნის მდიდარი სამკურნალო ფლორის პოტენციალის ათვისება და საექსპორტოდ გადამუშავება. ამ ეტაპზე საწარმო შეძლებს 40-მდე დასახელების მცენარის გადამუშავებას და 60-მდე აქტიური ნივთიერების წარმოებას, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბაზრებისათვის.

„ინოვასი“ ფარმაცევტულ ბაზარს შემატებს ქართული საოჯახო რეცეპტებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ნაწარმოებ პროდუქციასაც. დაიწყება საოჯახო რეცეპტების სამეცნიერო დონეზე დამუშავება და ამ რეცეპტებით დამზადებული მედიკამენტების სერიული წარმოება.

მნიშვნელოვანია, რომ „ინოვასი“ იქნება პირველი ფარმაცევტული საწარმო რეგიონში, რომელიც იმუშავებს „კონტრაქტული წარმოების“ პრინციპით: დამკვეთს ნებისმიერი ქვეყნიდან შესაძლებლობა ექნება თავისი ტექნოლოგიით, შეფუთვით და ა.შ. შეუკვეთოს და მიიღოს შესაბამისი პროდუქტი.

კომპანიაში წარმოების პროცესებში მუდმივად დასაქმდება 50-დან 100-მდე ადამიანი. სეზონურად კი, მცენარეული ნედლეულის მოპოვების პროცესში, რეგიონების მასშტაბით დასაქმებულთა რაოდენობა წელიწადში შესაძლოა 2000-მდე გაიზარდოს.

„ინოვასის“გახსნას პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, რომელმაც თიბისი ბანკს პროექტის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ახალი საწარმოს აშენება სახელმწიფოსადაკერძოსექტორსშორისთანამშრომლობისთვალსაჩინომაგალითია.

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ვიყოთ ადგილობრივი წარმოების აქტიური მხარდამჭერები. ვთვლით, რომ კომპანია „ინოვასი“ სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ფარმაცევტული საწარმოს ყველა სტანდარტს და დარწმუნებული ვართ, რომ ამ საწარმოს გახსნა ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებას. მოგეხსენებათ, ჩვენ დიდი ხანია, ჩართული ვართ სახელმწიფო პროექტში „აწარმოე საქართველოში“ და მეწარმეობის სააგენტოსთან ერთად, არაერთი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. მოხარული ვართ, რომ ამჯერადაც, ახალი საწარმოს დაფინანსებით, ჩვენი წვლილი შევიტანეთ ქართული წარმოების წახალისებაში.“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკძემ.

პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თიბისი ბანკს დაფინანსებული აქვს ისეთი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, წარმოება, მშენებლობა, მომსახურება, ბუნებრივი რესურსები. სულ პროგრამის ფარგლებში თიბისი ბანკს 27 მილიონ ლარამდე რესურსი აქვს გაცემული სხვადასხვა კომპანიებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100