სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგა ხაჩიძის უწყებას, ბუნებრივ სტიქიებთან საბრძოლველად, 1,3 მილიონით მეტი ექნება

ამიერიდან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივ სტიქიასთან გამკლავებისთვის, 1,3 მილიონი დოლარით მეტი ექნება.

ჩეხეთის განვითარების სააგენტომ გარემოს დაცვის სამინისტროს 1,3 მლნ ლარი გამოუყო. შესაბამისი ხელშეკრულება გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესა და საქართველოში ჩეხეთის ელჩს, ივან იესტრაჟაბს შორის გარემოს დაცვის სამინისტროში დღეს გაფორმდა.

საქართველოს თანხა „ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ მზადყოფნის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში გადაეცა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამწლიანი პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 7 ავტომატური მეტეოროლოგიური და 9 ავტომატური ჰიდროლოგიური სადგური. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს საქართველოში პირველად მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ მონაცემთა დამუშავების ავტომატური სისტემების შემუშავებას და მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემთა ბაზების შექმნას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100