სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Toshiba–მ ახალი ბრენდი შექმნა, რომელიც ბაზარზე 10 ივლისიდან გამოვა

იაპონურმა კომპანია Toshiba–მ ახალი პლანშეტის Thrive–ის გამოსვლის თარიღი და ფასი დაასახელა. მოწყობილობა, რომელიც საოპერაციო სისტემა Android 3.1 Honeycomb–ზე იმუშავებს, ამერიკულ ბაზარზე 10 ივლისს გამოვა და მისი ღირებულება 429 დოლარიდან 579 დოლარამდე იქნება. კომპანიაში არ ახმაურებენ თარიღის, თუ როდის გამოჩნდება პლანშეტი სხვა ქვეყნების ბაზრებზე.

პლანშეტი ორბირთვიან პროცესორ Nvidia Tegra 2–ს იყენებს და მის ყველა მოდელში იქნება Wi-Fi–ს მოდული. Thrive–ში ორი კამერაა ჩამონტაჟებული – 5 მეგაპიქსელიანი უკანა პანელზე და 2 მეგაპიქსელიანი წინაზე. ამასთან, შესაძლებელია უკანა პანელის მოხსნა. Toshiba ამ პლანშეტისთვის სხვადასხვა ფერის მოსახსნელ პანელებს 20 დოლარად გაყიდის. მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დრო 7–8 საათია. აკუმულატორის სრულად დატენისთვის კი საათ–ნახევარია საჭირო.

ტოშიბას ახალი ბრენდის წონა მინიმალურია. ის 0,73 კილოგრამს იწონის, სისქე კი 1,5 სანტიმეტრია. პლანშეტი iPad 2–ს გაუწევ კონკურენციას, ასევე ისეთ მოწყობილობებს, როგორიცაა Motorola Xoom, Samsung Galaxy Tab და LG–ს წარმოების G-Slate.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100