სააკაშვილის კომენტარი აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით
აგრალური უნივერსიტეტისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე სააკაშვილის კომენტარი გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„მთავრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს. ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს. სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია. მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.” - ნათქვამია განცხადებაში
კომენტარი