უკრაინელი ბიზნესმენი: ძალოვანი სტრუქტურები საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის მუშაობას შეუძლებელს ხდიან
უკრაინელი ინვესტორი და ბიზნესმენი გრიგორ ზატოჩნი აცხადებს, რომ ძალოვანი სტრუქტურები საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის მუშაობას შეუძლებელს ხდიან.
როგორც გრიგორ ზატოჩნი
აცხადებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ძალოვანი სტრუქტურებს და ეროვნულ ბანკს
არაერთგზის მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მის ქონებას საქართველოში ყოვლად უსაფუძვლოდ
დღემდე ყადაღა ადევს.
„საქართველოში უკანონობა
სუფევს. ქართულმა სასამართლომ ჩემს მართვაში არსებულ საინვესტიციო კომპანია „Green
Capital“-ის ქონებას მეორედ დაადო ყადაღა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა
მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაფარა საკრედიტო დავალიანება, მიუხედავად იმისა, რომ ეს დავალიანება თავიდანვე
შეუსაბამო იყო აქტივებთან. დავალიანება შეადგენდა 100 ათას დოლარს, როცა დაყადაღებული
ქონების ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია“, - განაცხადა ზატოჩნიმ.
გრიგორი
ზატოჩნი უკრაინელი ბიზნესმენია, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში უძრავი ქონების და ფინანსური ტექნოლოგიების დარგში
საქმიანობს.
კომენტარი