"ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე" - ნოდარ მელაძემ "მთავარი არხი" დატოვა
“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია დატოვა. სამსახურის დატოვების შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა: "ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე".
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის "ტვ.პირველზე" გააგრძელებს საქმიანობას.
კომენტარი