სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოსაგზაო შემთხვევას გორი-ტყვიავის გზაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-ტყვიავის გზაზე, მსხვერპლით დასრულდა.

სოფელ ძევერასთან, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულია რვა მგზავრი, მათ შორის არის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.

დაშავებულების ნაწილი გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, სამის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100