სალომე ზურაბიშვილი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მისი თქმით, პარასპორტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხმარება.
"მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ტარდება ასეთი საერთაშორისო შეჯიბრი, სადაც ძალიან ბევრი წარმომადგენელია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პარასპორტი, რაც მაგალითია, ყველა იმ ადამიანისთვის, შშმ პირებისთვის, რომლებიც ცხოვრებას უყურებენ იმედიანად, როცა ხედავენ მათ წარმატებას. ეს არის გზა, შესაძლებლობა იმის, რომ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ. სპორტის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების, მომხრე ვარ და მომავალშიც ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მხარს დავუჭერ ყველა კუთხით და ყველა ფორმით, რასაც შევძლებ და გარკვეულწილად პარასპორტის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა,რომ ამ ქვეყანაში შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია მოვახდინოთ, რაც დღემდე არ არის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარი