სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიელი ტელეწამყვანი ქალი პირდაპირ ეთერში შეიარაღებული გავიდა (ვიდეო)

ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ქალი პირდაპირ ეთერში პისტოლეტით შეიარაღებული გავიდა და განაცხადა, რომ ბოლო წუთამდე დაიცავს ტელევიზიას, მისი თანამშრომლები კი მზად არიან დარჩნენ და წინააღმდეგობა გაუწიონ „ლიბიელი ხალხის მტრებს“.

„ამ იარაღით მე დღეს ან ვინმეს მოვკლავ, ან თავს მოვიკლავ“, - განაცხადა ტელეწამყვანმა და აჯანყებულებს მიმართა: „თქვენ ვერ აიღებთ ვერც ტელეკომპანია „ჯამახირიას“ და ვერც ტელეარხ „აშ-შაბაბიას“. თქვენ ვერ მიიტაცებთ ვერც ტრიპოლის და ვერც ლიბიას. ჩვენი თანამშრომლების ის ნაწილი, რომლებსაც იარაღი არა აქვთ, ფარებად იქცევიან, რათა აქაური კოლეგები დაიცვან“.

ტელეკომპანიები „ალ- ჯაზირა“ და „ალ-არაბია“ გადასცემდნენ ცნობებს, თითქოსდა აჯანყებულებმა ალყა შემოარტყეს რამდენიმე სამთავრობო შენობას ტრიპოლში, მაგრამ კადაფის ხელისყუფლებამ ეს ცნობები უარყო. ამავდროულად, ხელისუფლებამ აჯანყებულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა და ნატოს საჰაერო იერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდა. აჯანყებულები ამ წინადადებას არ გამოხმაურებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100