შესაძლოა აფრასიძეების საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს
აფრასიძეების დედა დოდო აფრასიძე დღეს 19:00 საათისთვის მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. ამის შესახებ აფრასიძეების ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ აფრასიძეების საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყება.
სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი, საპატიმროში იმყოფებიან. გოჩა აფრასიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, შმაგი აფრასიძეს კი - 18 წლით.
მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე იყო. აფრასიძეების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გიორგი ბარამიძე სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდა.
კომენტარი