როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს?
ახალი წლის ღამეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მხოლოდ მცირე ნალექია მოსალოდნელი.
დედაქალაქი 2013 წელს, სავარაუდოდ, ცივი ამინდით, მაგრამ უთოვლოდ შეხვდება. სინოპტიკოსები ხვალაც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. თოვლი არც უახლოესი დღეების განმავლობაშია ნავარაუდევი.
მათ, ვისაც სურს ახალი წლის თოვლიან გარემოში გატარება, ბაკურიანს, გუდაურს ან საქართველოს რომელიმე მთიან რეგიონს უნდა მიაშურონ.
კომენტარი