სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია ავერსი 22 წლის იუბილარია

14 ნოემბერს კომპანია ავერსი 22 წლის იუბილარია. ამ დღესთან დაკავშირებით ავერსმა გამოაცხადა საბავშვო ფოტო კონკურსი და გამარჯვებულ პატარებს გადასცემს საჩუქრებს. ერთი გამარჯვებული აირჩა მოწონებების მიხედვით, ხოლო მეორე გამარჯვებული კი ავერსის რჩეულია.

გარდა ამ ღონისძიებისა ავერსი მართავს აქციას “გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!” ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა “ავერსის” მთავარი საზრუნავია. სწორედ ეს უდევს საფუძვლად კომპანიის უამრავ სასიკეთო წამოწყებას. ავერსის სლოგანიც ხომ ესაა ,,ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

ზუსტად 22 წლის წინ 1994 წლის ნოემბერში ერთი პატარა აფთიაქი გაიხსნა. სწორედ ამ პატარა აფთიაქით დაიწყო კომპანია “ავერსის” სპირალური აღმასვლა. დღეს იგი აერთიანებს სააფთიაქო ქსელის 232 ობიექტს, 108 თბილისში და 124 რეგიონში.

2005 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ფარმაცევტულმა საწარმო ,,ავერსი_რაციონალმა~, სადაც ხდება 141 დასახელების მედიკამენტების წარმოება. „ავერსი–რაციონალი“ ევროპული ISO და GMP და ამერიკული FDA სერტიფიკატების მფლობელია, რაც ნიშნავს, რომ მისი პროდუქციის ხარისხი შემოწმებული და დადასტურებულია საერთაშორისო სტანდარტებით.

2007 წელს დაიწყო ავერსის კლინიკათა ქსელის ფუნქციონირება და დღეს 25 კლინიკა აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით. ,,ავერსის კლინიკა’’ ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკაა საქართველოში, რომლის ლაბორატორიამ პირველმა გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის – ISO 15189-ის მიხედვით.

2009 წელი - იმის გათვალისწინებით, რომ „ავერსის“ საქმიანობა მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული, კომპანია სადაზღვევო ბაზარზეც გამოჩნდა. მისი კიდევ ერთი ბრენდი, სადაზღვევო კომპანიაალფა“, ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 100%–ით ქართული კაპიტალით არის წარმოდგენილი ბაზარზე.

2011 წელი– ავერსის მფლობელობაში გადადის კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი. 172 საწოლზე გათვლილ კლინიკაში დღეს ქირურგიის ყველა დარგია წარმოდგენილი.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი 2014 წლიდან კომპანია `ავერსის~ ლოგოს ქვეშ გაერთიანდა. 14 მილიონიანი ინვესტიციის შედეგად ცენტრის სრული რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება მოხდა. ამჟამად ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილურ, სპეციალიზებულ, კლინიკურ სტაციონარს, რომელიც გათვლილია 150 საწოლზე.

უდიდესი სააფთიაქო ქსელი, ულტრათანამედროვე ფარმაცევტული საწარმო და მსოფლიო დონის ოცზე მეტი კლინიკა, სადაზღვევო კომპანია, საქველმოქმედო ფონდი, 8 000 დასაქმებული ადამიანი, ათიათასობით კმაყოფილი მომხმარებელი და ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილი მილიონობით ლარი.

ავერსი - 22 წელი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100