თსუ-ს რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ განცხადებას - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზდიენტს არ ესმის თსუ-ს რექტორი რატომ არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ განცხადებას.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, განცხადების ტექტსი სრულიად აპოლიტიკური და მარტივია.
"არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განცხადებას. თუ წაიკითხეთ განცხადება, ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლებაო იმიტომ, რომ ვითომც ეს არის რაღაც პოლიტიკური ღონისძიება". - ამბობს პრეზიდენტი.
კომენტარი