ფონიჭალაში შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა. პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარი