„გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი, გრიგოლია...“
რატომ დასცინიან „ალიანსის“ წარმომადგენლები ქრისტიან–დემოკრატებს? როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ქდმ–მ ალიანსს შეთავაზებაზე წიხლი უკრა, იქ მოკალათებულმა „რესპებმა“ თარგამაძის პარტიის მთავარ სლოგანზე ბოროტი ხუმრობები დაიწყეს...
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ალიანსმა ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას ინიციატივით მიმართა და მოუწოდა, რომ გია ჭანტურიას კანდიდატურა ალასანიას სასარგებლოდ მოეხსნა. სანაცვლოდ კი, ალიანსი პირობას დებდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ინგა გრიგოლიას კანდიდატურას დაუჭერდა მხარს.
თუმცა, ალასანიას იმედები გაუცრუვდა. ალიანსის შეთავაზებაზე ქრისტიან–დემოკრატებმა ბევრი იცინეს და ალასანიას იქით შესთავაზეს კანდიდატურის მოხსნა, გია ჭანტურიას სასარგებლოდ.
„ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი პროგრამა. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები კი – სავსებით რეალურია“, – განაცხადეს ქრისტიან–დემოკრატებმა.
როგორც ჩანს, სწორედ „ცივი უარისა“ და ასეთი განცხადებების შემდეგ დაიბოღმნენ ალიანსის წარმომადგენლები და ქრისტიან–დემოკრატებს ახალი წინასაარჩევნო სლოგანი გამოუცხვეს – „გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი, გრიგოლია უფასოდ“, – აი ის ე.წ. „მოდერნიზირებული სლოგანი“, რომლითაც ალიანსში ჯერჯერობით ჩუმ–ჩუმად ხალისობენ. თუმცა, ქრისტიან–დემოკრატების მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ალიანსს არჩევნების შემდეგ უფრო ექნებათ საქმე „სახალისოდ“.

კომენტარი