კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში - აი, რა არის ცნობილი იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეზე
პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა.
„გუშინ, გვიან, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა. ისიც თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში კვირას შემოვიდა, თითქოს სიმპტომების გარეშე. შემდგომ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტემპერატურის გამო, მან თავად მიმართა ინფექციურ სავადმყოფოს, გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია “, - განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარი