მკვლელობა ვარკეთილში - გარდაცვლილია 41 წლის მამაკაცი
ვარკეთილში სროლის შედეგად 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 48 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობდა მოსახლეობის გამოკითხვა და ინციდენტში მონაწილე პირთა დადგენისთვის საჭირო ღონისძიებები.
კომენტარი