ცეზარ ჩოჩელის მიმართვა ხელისუფლების პირველ პირებს
მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ხელისუფლებას მიმართავს:
"მივმართავ ქვეყნის პირველ პირს - პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური უსაფრთხოების გარანტს- ბატონ გიორგი მარგველაშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს და ყველა მოქალაქეს ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებები რამეს წარმოადგენს, არსებობს უამრავი მასალა და ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, კანონსაწინაღმდეგო ქმედებების, ტოტალური გაყალბების და მოსყიდვის. მოსახლეობა ითხოვს თქვენს ჩარევას- მხარდაჭერას და მათი ხმების დაცვას. გთხოვთ დაინტერესდეთ და გაეცნოთ ამ მასალებს რითიც დარწმუნდებით შედეგების არალეგიტიმურობაში", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.
კომენტარი