სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოვოდვორსკაია: რუსეთის აგრესიას გინდათ დაელოდოთ? (ვიდეო)

რუსი ჟურნალისტი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია თავის ფეისბუქის გვერდზე ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი საძაგლების ბუდეა და ქართველებმა მისი დათხოვნა უნდა მოითხოვონ.

ნოვოდვორსკაია ქართველებს აფრთილებს, რომ მალე ძალიან ცუდი დრო დაუდგებათ, თუკი დაუშვებენ „ქართული ოცნების“ ანუ რუსეთის იმპერიის ოცნების ასრულებას. ნოვოდვორსკაია ამბობს, რომ 8 თებერვალს ქართველები მთავარ მოედანზე უნდა გამოსულიყვნენ და იმ პარლამენტის დათხოვნა მოეთხოვათ, სადაც მისი თქმით მტრები სხედან და არაცივილურად იქცევიან. „რუსეთის აგრესიას გინდათ დაელოდოთ?“ - კითხულობს ნოვოდვორსკაია მიმართვის ბოლოს.

წყარო: http://presa.ge/new/?m=society&AID=20718

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100