ახალი ფუნქციონალები თიბისის ციფრულ ბანკში
თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლების ცხოვრების
გამარტივებაზე, მუდმივად ნერგავს და ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციონალებს, როგორებიცაა:
გადარიცხვები, მარტივი ინტერფეისი, მოქნილი პერსონალიზაცია და კიდევ მრავალი სხვა.
მაისში ციფრულ ბანკს კიდევ რამდენიმე ახალი ფუნქციონალი
დაემატა, რომელიც საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებაში დაგეხმარება:
·
დააკოპირე
ბარათის ნომერი მარტივად -
ნებისმიერი ბარათის მონაცემებს უკვე
აპლიკაციიდან ნახავ და დააკოპირებ ბარათის ნომერს, პირდაპირ ჩემი პროდუქტების
გვერდიდან.
·
შეამოწმე
ოვერდრაფტის ლიმიტი - თუ ოვერდრაფტით
სარგებლობ, ახლა უკვე ჩემი პროდუქტების გვერდიდან შეძლებ აკონტროლო ლიმიტიდან
გამოყენებული და ხელმისაწვდომი თანხა.
·
განაახლე
აპლიკაციის ვერსია -
ციფრული ბანკიდან უკვე შესაძლებელია შეამოწმო და განაახლო აპლიკაციის ვერსია,
თანაც პირდაპირ პარამეტრების გვერდიდან.
·
გააზიარე
შენი IBAN QR კოდით -
მეგობართან ანგარიშის ნომრის კიდევ
უფრო მარტივად, დაკოპირების გარეშე გასაზიარებლად, ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი
დაემატა. QR
კოდს ჩემი ანგარიშების გვერდზე,
გაზიარების ღილაკზე დაჭერით იპოვი.
ნახე ვიდეო: https://youtu.be/kximL9mPoLc
თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას
მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის. ციფრული ბანკის
ახალი ფუნქციონალებით სარგებლობისთვის კი, არ დაგავიწყდეს აპლიკაციის განახლება.
კომენტარი