სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანეთი რუსეთს სარკოზის შეთანხმების შესრულებას სთხოვს

საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოსთან მიმართებაში კვლავ აქტიურდება. სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაც აქტუალობას იბრუნებს. უკანასკნელ პერიოდში თითქოს მივიწყებული თემა, ამჯერად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წამოწია წინ. უილიამ ჰეიგმა რუსეთში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საინტერესო განცხადება გააკეთა.
დსფსდფსდფდსფს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბარში საქართველო ახსენა და რუსეთის ხელისუფლებას სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებისაკენ მოუწოდა.
დსფსდფსდფდსფს
გაერთიანებული სამეფოს პირველი დიპლომატის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ რუსეთი უარს არ იტყვის აღებულ ვალდებულებებზე და მთლიანად შეასრულებს იმ შეთანხმებას, რომელიც რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის დაიდო.
დსფსდფსდფდსფს
უილიამ ჰეიგი რუსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მისი ვიზიტის მიზანი რუსეთის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საზოგადოების თუ ბიზნესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვაა. ლავროვმა ამ შეხვედრამდე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გააუმჯობესოს ურთიერთობები ლონდონთან, თუმცა ამ პროცესის დაწყება დამოკიდებულია ბრიტანულ მხარეზე.
დსფსდფსდფდსფს
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება რუს ბიზნესმენს და დეპუტატს ანდრეი ლუგავოის დღემდე დამნაშავედ თვლის ფეესბეს ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში. ბრიტანეთი რუსეთისგან მის გადაცემას ითხოვს ლონდონის სასამართლოსათვის. "ამის გარეშე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია", – განაცხადა მოსკოვში ვიზიტამდე უილიამ ჰეიგმა.
თვითონ ლუგავოი, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატია ჟირინოვსკის პარტიიდან, ამ საკითხზე საკმაოდ მკაცრი განცხადებით გამოვიდა: "რაც უფრო მეტი ბრიტანელი ჩაერევა ამ საკითხში, მით უფრო გართულდება ჩვენი ურთიერთობა მათთან", - განაცხადა მან. ლუგავოი თვლის, რომ ყველა დამადასტურებელი საბუთი მისი დამნაშავეობისა, უნდა წარუდგინონ რუსულ მართლმსაჯულებას.
დსფსდფსდფდსფს
ასეთ ვითარებაში ძნელი სავარაუდოა, როგორ წარიმართება ბრიტანეთ-რუსეთის ურთიერთობა და რა შედეგს გამოიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100