სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 წლის გოგოს, რომელმაც ლისის ტბაზე წლინახევრის ბავშვი იმსხვერპლა პატიმრობა შეეფარდა - ახალგაზრდამ სასამართლოზე გონება დაკარგა

27 ნოემბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, რომელიც და-ძმასთან და მამასთან ერთად ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ბორდიულზე სეირნობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც 18 წლის გოგო მართავდა.

მომხდართან დაკავშირებით ცოტახნისწინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა, სადაც 18 წლის გოგოს სამ წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

განაჩენის გამოცხადების დროს ბრალდებულმა მოზარდმა გონება დაკარგა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100