სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერიან გორგილაძე - არსებობს რაღაც, რისი პატიებაც უბრალოდ, დაუშვებელია

შეიძლება თუ არა იმის პატიება, რაც 11 წლის წინ მოხდა? იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დღესდღეობით და კერძოდ, მეორე ტურის წინ საქართველოსთვის 2007 წლის 7 ნოემბერი. რადიოსადგურ ეხოკავკაზასსოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ესაუბრა რომლის თქმითაც, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საზოგადოებაში იმ ყველაფრის ხელახალი გააზრება ხდება , რაც 2007 წელს ხდებოდა.

ვალერიან გორგილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები, რაღაც ძველმა არქეტიპებმა და რეფლექსებმა განაახლეს თავისი მოქმედება.

ეს არის ხანმოკლე დინამიკა, როდესაც შენ უბრუნდები წარსულს და თავის თავს აიძულებ გაიაზრო და გაიხსენო ის ძალადობა. ის იყო სავსებით არაადამიანური და ამის დავიწყება შეუძლებელია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აღორძინდა ადამიანების ცნობიერებაში. იმ რისკის გათვალისწინებით, რომ ეს კოშმარი შეიძლება განმეორდეს, რომ ძალას, რომელიც წარმოადგენს ამ ძალადობის სახეს, აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი, ჩემი აზრით, ეს არის გააზრების და შფოთვის მიზეზი- განაცხადა სოციოლოგმა.

მისისვე ქმით, საუბარია, არა ერთჯერად შემთხვევაზე, არამედ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უწყვეტი, ტოტალური რეპრესიის შესახებ.

ვალერიან გორგილაძე შეეხო ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ყოფილი პეზიდენტისადმი პატიებაზე და მის მხარდაჭერაზე საუბრობს. სოციოლოგის თქმით, ეს იყო თავის მართლება, რადგან არსებობს რაღაც, რის პატიება უბრალოდ დაუშვებელია.

გერმანელებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის ნაციზმის პატიება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ჰიპერბოლაა - გენოციდი, ხოლოკოსტი და .., მაგრამ ეს თემა ყოველთვის აქტუალურია საქართველოში. გასაგებია, რომ ასეთი მასშტაბები არ იყო. ყოველთვის საუბრობენ მოდერნიზაციის, საქართველოს ფორსირებული განვითარების, გზების ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვათა შესახებ, მაგრამ ღმერთო ჩემო, ხომ არავინ ამბობს იმას, რომ ჰიტლერის მიერ აშენებული ავტობანები დღემდე საუკეთესოა ევროპაში... არავის მოსდის აზრად ამ რეჟიმის გამართლება, არავინ იხსენებს უნიკალურ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც რეიხის დროს არსებობდა. და როდესაც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება პატიება და .., ხოლო ამის შემდეგ ფრანკფურტის ბაზრობაზე ხვდება ექს-პრეზიდენტს, ის ბოდიშს უხდის და გამოდის, რომ საქართველოს ოპოზიციური მოძრაობის კვინტესენცია, ქუჩებში ასობით მოკლული ახალგაზრდის, ათიათასობით პატიმრის, დანგრეული ოჯახების და .. ტრაგედიები, ყველაფერი ეს, გამოდის, გადაწყვეტილია სააკაშვილის ბოდიშის მოხდის წყალობით, რომელიც მან ბატონ ბერძენიშვილს გადასცა, მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ დაუშვებელია”, - განაცხადა ეხოკავკაზასთან ინტერვიუში ვალერიან გორგილაძემ.

ამასთან, როგორც სოციოლოგმა აღნიშნა, ასევე დაუშვებელია მუდმივად მოსახლეობის ემოციებით თამაში. საუბარი იმის შესახებ, რომ შენ უკეთესი ხარ, ვიდრე რომელიღაც სადისტი ან ფაშისტი.

ის, რომოცნებისპროპაგანდაში ძალიან ხშირად თავს იჩენს ეს სპეკულაცია, უდავოა, მაგრამ ის, რომ ხალხი ნათლად ხედავს ამ აბსოლუტურად ბნელი ძალის მოახლოვების საფრთხეს, მგონი ძალიან დიდ როლს ითამაშებს და ვფიქრობ, აქტიურობა უფრო დიდი იქნება, ვიდრე პირველი ტურის შემდეგ. ბუნებრივია, მეტწილად ეს განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს“,- განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100